2018-2019 სასწ.წელი - ქართული ენისა და ლიტერატურის წრე


საწრეო მუშაობა - მე-2 სემესტრი, 2018-2019 სასწ.წელი


საწრეო  მუშაობა

სსიპ ქალაქ მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის წრე. მასში გაერთიანება შეუძლიათ მეორე კლასის მოსწავლეებს.
წრის ფუნქციონირება დაიწყება  5 თებერვლიდან.
ხანგრძლოვობა - 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრი.
მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ერთხელ-ყოველ სამშაბათს 15:00 საათზე და
გაგრძელდება 1 ასტრონომიული საათი.


წრის ხელმძღვანელი:                        გულნარა თაბაგარი
                                                                   დაწყებითი კლასების მასწავლებელი


        საწრეო მუშაობის მიზნები:
·                     მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება;
·                     მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.



             აქტუალურობა:

             კითხვის უნარი წარმოადგენს ინდივიდის ინტელექტუალური       
განვითარებისა და პიროვნული ზრდის საფუძველსკითხვითი წიგნიერება  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარიარომელსაც მოსწავლე იძენს სკოლაში სწავლის ადრეულ წლებშიის წარმოადგენს ყველა სხვა საგნის სწავლის საფუძველსკითხვაში გაწაფულობის  მიღწევა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ბავშვის განვითარებისთვის.



  



წრის სამუშაო გეგმა

თემის დასახელება
საკითხავი ტექსტები
დავალებები/აქტივობები
გამოსაყენებელი რესურსები
თარიღი
"სიკეთე მზის შუქს ჰგავს- ანათებს და ათბობსო"
უცნაური პირობა
ტექსტის შესაბამისი 
ანდაზის შემოხაზვა;
გამოცანის პასუხის 
ჩაწერა;
გამოცანის გახსენება 
ან მოფიქრება და ჩაწერა
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.
05.02.2019
როგორ ისწავლა ვირუკამ კარგად მოქცევა
თავაზიანი ფორმების
შერჩევა და ჩაწერა;
საზოგადოებაში კარგად მოქცევის სამი წესის შედგენა და ჩაწერა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.

12.02.2019
ჩიტი
ფრინველების სახელების კროსვორდის შევსება;
სიტყვის პირამიდის
შევსება.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.
სქემა: „სიტყვის პირამიდა“.
19.02.2019
ციყვი და მგელი
ციყვის და მგელის
დახასიათებების ჩაწერა;
მგელისთვის
მხიარულების რეცეპტის
შედგენა და ჩაწერა;
მოცემული
გამონათქვამების ახსნა
და ჩაწერა;
იგავის გაგრძელების მოფიქრება და ჩაწერა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.
26.02.2019
გაზაფხული
მზე
მზის თვისებების ჩამოწერა;
სიტყვა „მზეს“ შემცველი სიტყვების მოფიქრება და რებუსის შედგენა;
შესაბამისი ჩანახატის გაკეთება;
მზის ბუნებაზე ზემოქმედების შესახებ ორი წინადადების მოფიქრება და ჩაწერა;
გამოტოვებული სიტყვების ჩაწერა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.

05.03.2019

გაზაფხული
გასაფერადებელი ლექსი
დაკარგული სიტყვები;
ერთ-ერთი სიტყვის შერჩევა და გასაფერადებელი ამბის დაწერა;
ნიმუშის მიხედვით ცხრილის შევსება;

საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.

12.03.2019
მოცეკვავე წვიმა
ტექსტიდან წვიმის მოქმედების გამომხატველი სიტყვების ამოწერა;
ჩამოთვლილი სიტყვების მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებად ქცევა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.

19.03.2019
ყაყაჩოსკაბიანი ჭიამაია
„ჭიავორდიდან“ საგნის აღმნიშვნელი სიტყვების ამოწერა;
პერსონაჟის სიტყვების ამოცნობა და ავტორის მიწერა;
ჭიამაიას ყაყაჩოს შესახებ სავარაუდო მონათხრობის დაწერა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები.

26.03.2019
აი, ეს არის შენი სამშობლო!
დავით აღმაშენებელი
ტექსტის დახმარებით სქემა 3-2-1 შევსება
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
შესავსები სქემა  3-2-1
02.04.2019
აი, ეს არის შენი სამშობლო!
ერთობის ძალა
საქართველოს კონტურულ რუკაზე სხვადასხვა კუთხეების გაფერადება, ჩაწერა, თუ რომელი კუთხიდანაა მოსწავლე;
საქართველოს კუთხეებოდან ერთის შერჩევა და მასზე ინფორმაციის ჩაწერა-მოსწავლეებისათვის გაცნობა;
ერთი შერჩეული სიტყვის გამოყენებით კითხვის შედგენა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
საქართველოს კონტურული რუკა.

09.04.2019
თამარის ლომი
თამარ მეფეზე ლექსის დაწერა;
სქემა-ბრილიანტის შევსება.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
შესავსები სქემა-ბრილიანტი

16.04.2019
23.04.2019
ლეგენდა ვაზზე
ტექსტიდან ორი ეპიზოდის შერჩევა და კომიქსის დახატვა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
კომიქსები

30.04.2019
ზღაპრის გუდა
მებადურის შვილი
„წყალს გაყოლილი სიტყვების დაჭერა“ და საჭირო ადგილებში ჩაწერა;
ზღაპრის პირველი ნაწილის გაგრძელება და ილუსტრირება;
ზღაპრის მეორე ნაწილიდან „ბრჭყვიალა“ სიტყვების, ფრაზების და წინადადების ამოწერა;
ტექსტში დამალული ზღაპრის პერსონაჟების და მათი ნივთების პოვნა და ამოწერა;
სქემის შევსება, ზღაპრის მახასიათებლების ტექსტში მოძიება და ამოწერა.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სამუშაო ფურცლები; სქემა-ბრჭყვიალა სიტყვები.

07.05.2019
14.05.2019
რწყილი და ჭიანჭველა
ქართული ხალხური ზღაპრის „რწყილი და ჭიანჭველას“ გახსენება და ვასილ გულეურის ზღაპრისათვის შედარება. შესაბამის ვენის დიაგრამის შევსება.
საკითხავი ტექსტი თითოეული მოსწავლისთვის;
სქემა- ვენის დიაგრამა.

21.05.2019
28.05.2019
შემაჯამებელი

04.06.2019


No comments:

Post a Comment