2019-2020 სასწ.წელი - მათემატიკის წრე

  

სსიპ ქალაქ მცხეთის №1 საჯარო სკოლა

მათემატიკის წრე -  მე-3 კლასი

წრის ხელმძღვანელი:  გულნარა თაბაგარი


2019-2020 სასწ.წელი (მე-2 სემესტრი)


2020 წლის მე-2 სემესტრიდან ფუნქციონირებს  მათემატიკის წრე მე-3 კლასელთათვის. 
წრის მეცადინეობები ტარდება არასაგაკვეთილო დროს, ყოველი კვირის ხუთშაბათს 15:00 საათზე (50 წთ). ძირითადი ფორმატია მცირე ჯგუფებში, წყვილებში ან ინდივიდუალური მუშაობა. 
ტექსტიანი ამოცანების მიმართულება
წრის სამუშაო პროგრამა მოიცავს  სასკოლო მათემატიკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას - ტექსტიანი  (საყოფაცხოვრებო და სხვა) ამოცანები.
რატომ ტექსტიანი ამოცანები? ტექსტიანი ამოცანები უშუალოდ აკავშირებს მათემატიკას ყოფა-ცხოვრებასთან და ბუნებისმცოდნეობასთან, აგრეთვე არითმეტიკას _ გეომეტრიასთან და სტატისტიკასთან; მოსწავლეს აჩვევს ნასწავლის გადატანას (ტრანსფერს) რეალურ ცხოვრებისეულ ვითარებაში, ნასწავლის საჭიროების დაფასებას და პრაქტიკული წარმატების განცდას. გარდა ამისა, ტექსტიანი ამოცანების ამოხსნა საუკეთესოდ ავითარებს ზოგადად ლოგიკურ აზროვნებას და პრობლემის გადაჭრის უნარებს.
წრის სამუშაო პროგრამა ორიენტირებულია მასში ჩართული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ესგ-ის სტანდარტების მისაღწევად გამოიყენება სწავლების მრავალფეროვანი ფორმები და სტრატეგიები.

წრის სამუშაო პროგრამის ფარგლებია:
ერთმოქმედებიანი ამოცანები (ყველა ძირითადი სახეობა, მათ შორის ამოცანები მანძილსა და მოძრაობაზე, აგრეთვე გეომეტრიული, ლოგიკური), რომელთათვის საჭიროა 100-ის ფარგლებში შედარება, შეკრება და გამოკლება;  უმარტივესი ორმოქმედებიანი ამოცანები (ორი პარალელური, ერთმანეთზე დამოუკიდებელი მოქმედებით) და მხოლოდ სტანდარტული ორმოქმედებიანი ამოცანები (ორი თანმიმდევრული მოქმედებით), ძირითადად ამგვარი:
I.          „ერთი მეორეზე ...-ით მეტია/ნაკლებია; მესამე მეორეზე ...-ით მეტია/ნაკლებია; რისი ტოლია მესამე?“  
II.       „ერთი მეორეზე ...-ით მეტია/ნაკლებია; რამდენია ორივე ერთად?“.

აზროვნების განვითარების მთავარი კანონზომიერებაა არა „მარტივიდან რთულისკენ“, არამედ _ „კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ [ჟ. პიაჟე]. 

ჩვენეული სწავლების მეთოდიკაც ამას  მიჰყვება. ბუნებრივი გზა ასეთია:
ნივთები  ®  სურათები  ®  სქემები  ®  რიცხვითი ჩანაწერები და ცნებები.


წრის მუშაობის  თემატურ - კალენდარული   გეგმა
თემა
თარიღი
შენიშვნა
1.
მიმატების ამოცანების წაკითხვა და გააზრება
23.01.2020

2.
მიმატების სავარჯიშო „აირჩიეთ შეკითხვა“;
მიმატების სავარჯიშო „მოიგონეთ შეკითხვა“.
30.01.2020

3.
 „-ით მეტობა/ნაკლებობა“ ერთმოქმედებიან საყოფაცხოვრებო ამოცანებში;
„-ით მეტობა/ნაკლებობა“ მცირე გართულებულ ერთმოქმედებიან საყოფაცხოვრებო ამოცანებში.
06.02.2020

4.
გამოკლების ამოცანების წაკითხვა და გააზრება.
13.02.2020

5.
გამოკლების სავარჯიშო „მოიგონეთ შეკითხვა“
20.02.2020

6
რაოდენობათა შეფასება და შედარება
27.02.2020

7.
ერთმოქმედებიანი ამოცანები მანძილსა ან მოძრაობაზე, რომელთა ამოსახსნელად საჭიროა ერთი ერთეულით გაზომილ მანძილთა შეკრება.
05.03.2020

8.
ერთმოქმედებიანი ამოცანები მანძილსა ან მოძრაობაზე, რომელთა ამოსახსნელად საჭიროა ერთი ერთეულით გაზომილ მანძილთა გამოკლება.
19.03.2020

9.
სქემის გამოყენება ერთმოქმედებიანი ამოცანების ამოსახსნელად.
26.03.2020

10.
ამოცანის შესაბამისი გამოსახულება
16.04.2020

11.
შებრუნებულად მოცემული ამოცანები
23.04.2020

12.
ამოცანის აწყობა .
ამოცანის პირობის აწყობა და ამოხსნა
30.04.2020

13.
ამოცანის პირობის გათამაშება და შედგენა.
14.05.2020

14.
პასუხი რიცხვია თუ არა?

21.05.2020

15.
როგორი პასუხი შეესაბამება შეკითხვას?
28.05.2020


გამოყენებული ლიტერატურა:

          ·           ტექსტიანი ამოცანების ამოხსნის სპეციფიკა Van de Walle J.A., Lovin L.N (2006). Teaching student-centered mathematics: Grades K-3. Pearson Education, Inc.

          ·           ნაყოფიერი ინტერვენციისთვის საჭირო სასწავლო რესურსები და მათი გამოყენების გზები - ზურაბ ვახანიას მათემატიკის სახელმძღვანელოები, Trapolsi A. (2012). Teaching struggling readers to taskle math word problems: Grades 3-5. Scholastic, Inc.

          ·           ვებ პორტალი „კარგი სკოლა“.



No comments:

Post a Comment